leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: ეტყობა არ იცის, რომ ის არის სიმბოლური მთავარსარდალი

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ბონდო მძინარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის აქციაზე გამოსვლას აფასებს, სადაც ზურაბიშვილმა ჯარს ირიბად მოუწოდა მისი მხარდაჭერისკენ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ჯარის გვერდით დგას.

ბონდო მძინარაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილის ეს მოწოდება იყო პროვოკაციული.

„ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ ის ჯარის გვერდით დგას, მაგრამ მან ეტყობა არ იცის, რომ ჯარი არ დგას მის გვერდით. ის არის სიმბოლური მთავარსარდალი, ჯარი ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს, გენერალურ შტაბს და ომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს. ასე, რომ ზურაბიშვილის ეს მოწოდება იყო პროვოკაციული, ისევე, როგორც პროვოკაციული იყო მამუკა ხაზარაძის განცხადება ჯართან დაკავშირებით, როდესაც მან ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ჯარი არის ძალიან მოსაფრთხილებელი და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეიძლება ამ ინსტიტუტის მიმართ მკვეთრი განცხადებების გაკეთება. თავდაცვის ძალები არ ერევიან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ისინი, რა თქმა უნდა, ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენებს, ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეები არიან და ქვეყანას საგარეო საფრთხე რომ დაემუქროს, პირველ რიგში, სწორედ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ ქვეყნის დასაცავად, ამიტომ მათ მიმართ ყველას გვმართებს კორექტული დამოკიდებულება. ეს ეხება პრეზიდენტსაც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ასევე არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რადგან მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა ცნო.

„საპარლამენტო ოპოზიცია არის ხელისუფლების ნაწილი. სწორედ ამიტომ აქვთ მათ გარკვეული პრივილეგია – იმუნიტეტი“, – აცხადებს მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ