leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრის ნაშუადღევიდან აღარ ეყოლება ადმინისტრაცია, აღარ ეყოლება პირადი დაცვა

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ბონდო მძინარაშვილი აცხადებს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ვეღარ იქნება ორბელიანების სასახლეში. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოფილ პრეზიდენტს, 29 დეკემბრის ნაშუადღევიდან აღარ ეყოლება ადმინისტრაცია, აღარ ეყოლება პირადი დაცვა და ის ორბელიანების სასახლეს, ანუ პრეზიდენტის რეზიდენციას უკანონოდ დაიკავებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის რეზიდენცია არის სტრატეგიული ობიექტი და მისი უკანონოდ დაკავება არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ.

„რა თქმა უნდა, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქმა, სალომე ზურაბიშვილს არავინ დააკავებს, ამის ვიდეოკადრებიც კი ძალიან უხერხული სანახავი იქნება, მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან ერთად იქნება შენობაში უნებართვოდ, მათ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სიფრთხილის გამოჩენა დასჭირდება ყველას, მაშ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მუშაობენ და რომლებიც ავტომატურად დაექვემდებარებიან ახალ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს. თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტს, რომ არ იყოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მან შესაბამის იურიდიულ ფორმალობას უნდა მიმართოს და განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე იხილეთ