მირიან ნიკოლაძე: ტიპმა, რომელსაც წელიწადში ალბათ 20 მილიონი მოგება ექნება ბოლო 30 წელია, 500 000 დოლარის გამო დედა უტირა პარტიის რეიტინგს
ბარიერგადალახული 3 ოპოზიციური პარტიის მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღებას იურისტი მირიან ნიკოლაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.
„ტიპმა, რომელსაც მარტო საბანკო საქმიანობიდან ექნება წელიწადში ალბათ 20 მილიონი მოგება ბოლო 30 წელია, მილიონ-ნახევარი ლარის, ანუ 500 000 დოლარის გამო დედა უტირა პარტიის იმ 9%-იან რეიტინგსაც, რაც ძლივს შეაკოწიწა.
მეორე ტიპმა, რომელიც მილიონ დოლარს იხდიდა „კილერში“, რომელიც, მისივე თქმით, „სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავდა“ კონკრეტულ ადამიანს, ასევე 500 000 დოლარის გამო, ისედაც საიქიოს გზაზე გაყენებულ პარტიას კუბოზე ბოლო ლურსმანი დააჭედა.
ერთი შემთხვევა იყო, ჯიგარსონა გრუზინი ძაღლების სექსუალურ აქტს შეესწრო და შუა ამბავში ვიღაცამ ხორცის ნაჭერი გადააგდო ძაღლების მიმართულებით. ეს მამალი ეგრევე მოეშვა სიყვარულობანას დედალთან, სწრაფად ჩამოხტა და ხორცის ნაჭერს დაუწყო ჭამა. ამ ტიპმა ზემოთ აიხედა და „ღმერთო, ოღონდ ამ დღეში ნუ ჩამაგდებ და თუ გინდა ხვალვე მომკალიო“, – წერს მირიან ნიკოლაძე.