გიორგი ვოლსკი მომღერლების მიმართ ბულინგზე: ზოგადად, მოითხოვენ იმას, რომ არ უნდა იმღეროს საქართველომ, არ უნდა უხაროდეს ახალი წელი საქართველოს
“ზოგადად, მოითხოვენ იმას, რომ არ უნდა იმღეროს საქართველომ, არ უნდა უხაროდეს ახალი წელი საქართველოს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მომღერლების მიმართ ბულინგის კამპანიაზე კონკრეტული ჯგუფების მხრიდან.
„ზოგადად, მოითხოვენ იმას, რომ არ უნდა იმღეროს საქართველომ, არ უნდა უხაროდეს ახალი წელი საქართველოს და არ უნდა საქართველო ის ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს, პატარა ბავშვებს საბავშვო ბაღში იქნება, სკოლაში თუ უნივერსიტეტში უხაროდეს ახალი წლის დადგომა და შობის დღესასწაული. ყველაფერი ეს უზნეობაა, ამას უზნეობა და გარკვეულწილად თაღლითობა ჰქვია, როდესაც პოლიტიკურ ველზე გაიჭრები და ამის არავითარი მიზეზი არ გაქვს – ზუსტად იცი, რომ არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ წარმოებს და ემსახურები იმ ადამიანებს, ვინც რუსეთს ჩააბარა 20%-ც და ხელი მოუწერა იმაზე, რომ მათი ინტერვენცია იყო სამართლებრივად გამართლებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.