ირაკლი ზარქუა: როდესაც შენმა ქვეყანამ გამოიარა კოვიდი, ორი ომი რეგიონში, ბუნებრივია ეს აისახა ფასებზე. 24%-იანი ინფლაცია ჰქონდა მათ შორის ევროკავშირს, ჩვენ შევინარჩუნეთ 11%-მდე, დავიჭირეთ კბილებით
“როდესაც შენმა ქვეყანამ გამოიარა კოვიდი, გამოიარა ორი ომი რეგიონში, ბუნებრივია, ეს ასახვა იყო [ფასებზე]. 24%-იანი ინფლაცია ჰქონდა მათ შორის ევროკავშირს, ჩვენ შევინარჩუნეთ 11%-მდე, დავიჭირეთ კბილებით, “– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „იმედი Live“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საგარეო ვალი შეემცირებინა და ეკონომიკური ზრდა გადაეყვანა იმ პლატფორმაზე, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოშია.
„2012 წლის ფასებს ადრიან 2020-2024 წლის ფასებს. მეზობელი მყავს ერთი, კომუნისტების დროს საერთოდ ხუთი კაპიკი ღირდა ბენზინიო, ამათი პოპულისტიო, არ გავაგრძელებ, რა თქვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თითოეული მოქალაქე გრძნობს ვინ ატყუებს, ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ. არის მომატებული [ფასები], მაგრამ როდესაც შენმა ქვეყანამ გამოიარა კოვიდი, გამოიარა ორი ომი რეგიონში, ბუნებრივია ეს აისახა [ფასებზე]. 24%-იანი ინფლაცია ჰქონდა მათ შორის ევროკავშირს, ჩვენ შევინარჩუნეთ 11%-მდე, დავიჭირეთ კბილებით. ჩვენ შევძელით ის, რომ საგარეო ვალი შეგვემცირებინა და ეკონომიკური ზრდა გადავიყვანეთ იმ პლატფორმაზე, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ჩვენ შევძელით ხელფასების ზრდა. საშუალო ხელფასი 700 ლარი იყო მაგათ [„ნაციონალური მოძრაობის“] დროს, 2012 წელს, დღეს არის 1700 ლარამდე. ბუნებრივია, არ არის ეს ყველაფერი საკმარისი. გამოწვევები რა თქმა უნდა არის. ზუსტად ვიცით, რომ ის 15%, რომელიც ისევ სიღარიბეშია, პრობლემა არის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს სწორედ ამისთვის. ამაზე ვართ აქცენტირებულები, ესენი [ოპოზიცია] ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ომში ჩართულიყო ქვეყანა. რა პენსიის დარიგება, რა გაზრდილი პენსია“, – აღნიშნა ზარქუამ.