leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი გოგავა: დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროტესტის მე-5 დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა

„დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროტესტის მე-5 დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა, ტექნოლოგიამ არ იმუშავა, სახელმწიფო მომზადებული შეხვდა ამ სცენარს. სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა ძალიან ეფექტიანად, კარგად და აბსოლუტურად პროპორციულად, ცალკეული გადაცდომები და 4-5 დასანანი ინციდენტი რომ არა, თავი გაართვეს გაცილებით უკეთ, ვიდრე ევროპელმა კოლეგებმა. ამ ე.წ. ოპოზიციას შეუძლია ზევით-ქვევით იარონ რამდენიმეათასიანი აქტივით, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, ქვეყანა წავა თავისი განვითარების გზით. ველოდები, რომ ტრამპის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, აუცილებლად გაიმართება დიალოგი. მიუხედავად იმისა, რა პოზიციას დაიკავებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მიმაჩნია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტის მოცულობა არ უნდა დათმოს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა „რეპორტიორთან” საუბრისას აცხადებს:

„ტრამპის ადმინისტრაციისგან მე არ მოველი ლიბერალურ-ფაშისტურ წნეხს, პირიქით, უკვე გამოვიდა მისი მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი – რიჩარდ გრენელი, რომელმაც აღნიშნა რომ USAID-ის დაფინანსება გადასახედია, რადგან დიდი ნაწილი ხმარდება იდეოლოგიზებულ მუშაობას. მოიხსნება ლიბერალური ზეწოლა და ამ მიმართულებით დიდი გრანტები აღარ წამოვა. შემდეგი თემა იქნება უკრაინა. ტრამპი აცხადებს რომ ის შეეცდება უკრაინის ომის გაჩერებას, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენი რეგიონისა და საქართველოს თავზე. ამიტომაც დაიწყო ეს კონფლიქტი 2022 წლის მარტში, როცა საქართველოს მოსთხოვეს რუსეთის წინააღმდეგ აქტიური გამოსვლა და სამხედრო მოქმედებებში ჩართვა პარტიზანული ომების გზით. ეს 2 ფაქტორი შედარებით განეიტრალდება, დანარჩენი უკვე მოლაპარაკების საგანი იქნება. თავიდან იქნება ასაწყობი პარტნიორული ურთიერთობა, როგორც აშშ-თან, ისე ევროპის იმ ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურობენ საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა ევროპაში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნებიც არის, ზოგი ღიად, ზოგი ფარულად გვიჭერს მხარს. თუმცა ბევრია ისეთი ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს სამაგალითოდ დასჯა მოუნდებათ, იმის გამო, რომ საქართველომ გამოიჩინა ურჩობა, არ დაემორჩილა როგორც კოლონია მეტროპოლიის დიქტატს. შესაძლოა, გარკვეული ზიანის მომყენებელი ქმედებებიც ვიხილოთ, თუმცა ვერაფერი ისეთი ეგზისტენციალური ვერ მოხდება, იმასთან შედარებით, რაც გველოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვებოდა. 2025 წელი იქნება მნიშვნელოვანი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით პოზიტიური ცვლილებებისთვისაც. დაიწყება საუბრები, რაც გააჩენს მყარ საფუძველს, რომ აფხაზები და ოსები დაფიქრდნენ დანარჩენ საქართველოსთან შერიგებაზე. ამის მზაობას მე ვხედავ განსაკუთრებით რუსეთის ინტელექტუალურ წრეებში. ამ პოზიციაზეა ისეთი დიდი ქვეყანაც, როგორიც ჩინეთია, ის აბრუნებს საქართველოში “დიდი აბრეშუმის გზის” ერთ-ერთ შტოს, რომელიც 500 წელია, საქართველოში უკვე აღარ არის”, – აღნიშნავს ირაკლი გოგავა.

 

ასევე იხილეთ