leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი გოგავა: ის, რომ საქართველოს მოქმედ მთავრობას ესმის ადგილობრივი მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა, ეს ჩანს იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

„ის, რომ საქართველოს მოქმედ მთავრობას ესმის ადგილობრივი მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა, ეს ჩანს იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. რაღაცები შეიძლება დასახვეწი იყოს, მაგრამ ეს პროგრამა არის ძალიან მცირე მასშტაბის. იმისათვის, რომ ჩვენთან სტაბილურად იყოს 3 000-ლარიანი ხელფასი და მინიმალური ხელფასი შეადგენდეს 800 ლარი, რადგან არის სიღარიბის ზღვარი, ემიგრანტები რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, ამისთვის გვჭირდება 3000-ლარიანი ხელფასები და 1 500 ახალი მცირე საწარმო, განსაკუთრებით კვების მრეწველობაში, რომელიც სოფელში დაამაგრებს ხალხს. შეიძლება ფიტო ფარმაცევტიკის განვითარება, სხვადასხვა ქიმიური წარმოება და ა.შ. ჩვენი დათვლებით, საქართველოს 5 წლის განმავლობაში, ყოველ წელს სჭირდება 2 მლრდ-ის ინვესტიცია წარმოებაში, ეს შექმნის დამატებით 200 000 ახალ სამუშაო ადგილს და ქვეყნის ეკონომიკა 5-6 წელიწადში გაორმაგდება. დღემდე ეს იყო შეუძლებელი, რადგან ჩვენ ვიყავით კოლონია. დასავლეთი კოლონიალური ე.წ. ვაშინგტონის კონსენსუსის მოდელით გვმართავდა”, –  ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა „რეპორტიორთან” საუბრისას აცხადებს:

„ვაშინგტონის კონსენსუსი“ ეს არის გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნილი ნეოკოლონიალური მართვის მოდელი, რომელიც შეიქმნა ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის. ის გულისხმობს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ სახელმწიფოს განვითარების ისეთი ინსტიტუტების შექმნას სახელმწიფოების ეკონომიკაში, რომელიც კონკურენციას ვერ გაუწევს განვითარებულ ქვეყნებს. მსოფლიოში დღეს თითქმის ყველაფრის ჭარბწარმოებაა, არავის სჭირდება კონკურენტი. ჩვენ შემთხვევაში კლასიკური მაგალითია ის, თუ როგორ გაუნადგურეს საქართველოს ჩაის მრეწველობა. ჩამოვიდა ერთ-ერთი ფირმა – „მარტნი ბაუერი“, იმიტაცია გააკეთა თითქოს რაღაცას აკეთებდა. სწორედ იმ წლებში გავერანდა ჩაის პლანტაციები. არადა საქართველოს ჩაის ინდუსტრია ინდოეთის, ცეილონისა და კენიის შემდეგ ერთ-ერთი დიდი იყო მსოფლიოში”, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

 

 

ასევე იხილეთ