leaderboard_below_slide
left_sabechdi

მასკი ფიქრობს, რომ თუ ამერიკა შეიარაღების რეფორმას არ გაატარებს, ის შემდეგ ომს წააგებს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, თუ ამერიკა შეიარაღების სფეროში რეფორმას არ გაატარებს, შემდეგ ომს ის წააგებს.

“ამერიკის შეიარაღების პროგრამა მთლიანად უნდა შეიცვალოს. თუ დაუყოვნებლივ კარდინალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ამერიკა მომდევნო ომს ძალიან ცუდად წააგებს”, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.

მასკი ამერიკელი მეწარმის ჩამატ პალიჰაპიტიას პოსტსაც აზიარებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები მომდევნო 30 წლის განმავლობაში 364 გემის აშენებაზე 40 მილიარდი დოლარის, ანუ ერთ გემზე 3 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. მეწარმე წერს, რომ ამ თანხის ნაწილით 10 ათასზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის შეძენა შეიძლებოდა.

ასევე იხილეთ