top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც პრეზიდენტი აღიარებ არაღიარებული სუბიექტის რომელიმე საჯარო მოხელეს და მის ლეგიტიმაციას, ეს ნიშნავს, რომ აღიარებ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი უკვე ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს

“სამწუხაროდ, აღარ გვიკვირს ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც აზიანებს საქართველოს,” – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

როდესაც შენ, ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აღიარებ არაღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთის მხრიდან აღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, აფხაზეთის რომელიმე საჯარო მოხელეს თუნდაც და მის ლეგიტიმაციას, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ პრაქტიკულად აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ეს შეცდომით არ მგონია. სამწუხაროდ, ის უკვე ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, სადაც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამაზე პრეზიდენტი წერს: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან”.

მოგვიანებით ამ საკითხს პრეზიდენტის პრესსამსახური გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა.

ასევე იხილეთ