top_leaderboard
left_sabechdi

ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას ფურთხი ჯერ კელი დეგნანმა მოიწმინდა და გადაყლაპა, მანამდე სალომე (პ)რეზიდენტმა და ალბათ ევროკავშირის ელჩიც გადაყლაპავს, რადგანაც ძალიან სჭირდებათ გვარამია, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ჭანჭიკი

„გვარამიას ფურთხი ჯერ ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა მოიწმინდა და გადაყლაპა, მანამდე სალომე (პ)რეზიდენტმა და ალბათ ევროკავშირის ელჩიც გადაყლაპავს, რადგანაც ძალიან სჭირდებათ გვარამია (ჯერჯერობით), როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ჭანჭიკი”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-ზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, სადაც ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებს.

ექსპერტის თქმით, გერმანიაში უკრაინის ელჩის მიერ კანცლერ შოლცის მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვებიც გადაყლაპეს გერმანელებმა, რადგანაც სასწორის მეორე მხარეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იდო – უკრაინა როგორც საზარბაზნე ხორცი.

„გახსოვთ, ალბათ, გერმანიაში უკრაინის ელჩმა როგორ უწოდა კანცლერ შოლცს «обиженная ливерная колбаса». თუმცა, გერმანელებმა ფურთხი მოიწმინდეს, გადაყლაპეს, რადგანაც სასწორის მეორე მხარეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იდო – უკრაინა, როგორც საზარბაზნე ხორცი.
გვარამიას ფურთხი ჯერ ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა მოიწმინდა და გადაყლაპა, მანამდე სალომე (პ)რეზიდენტმა და ალბათ ევროკავშირის ელჩიც გადაყლაპავს, რადგანაც ძალიან სჭირდებათ გვარამია (ჯერჯერობით), როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ჭანჭიკი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ