top_leaderboard

პიკემ დაასახელა მწვრთნელები, რომლებიც „ბარსელონაში“ ჩავის საუკეთესო შემცვლელები იქნებიან

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა დაასახელა სპეციალისტები, რომლებიც მისი აზრით, მთავარი მწვრთნელის რანგში ჩავის საუკეთესო შემცვლელები იქნებიან. როგორც ცნობილია, ჩავი კატალონიურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

„ბარსელონას“ გარკვეული ტიპის მწვრთნელი სჭირდება, რომელიც ამ გუნდის თამაშის სტილს კარგად გრძნობს. შესაბამისად, არჩევანი არც ისე დიდია. მიმაჩნია, რომ საუკეთესო კანდიდატი გვარდიოლაა, რადგან მას „ბარსელონასთან“ წარსული აკავშირებს. რაც მთავარია, გვარდიოლა მოცემულ დროს მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია. ასევე გამოგვყოფდი არტეტას. მასაც ძალიან კარგად ესმის „ბარსელონას“ არსი, რადგან არტეტასაც ამ გუნდთან წარსული აკავშირებს“.

 

ასევე იხილეთ