top_leaderboard
left_sabechdi

ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი ლუის მენოტი გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი 85 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ESPN იტყობინება.

მენოტის ნაკრების შემადგენლობაში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, კარიერის უდიდესი ნაწილი მან არგენტინულ კლუბებში გაატარა.

ლუის სესარ მენოტის სამწვრთნელო კარიერის პიკი 1978 წლით თარიღდება, როდესაც მისი გაწვრთნილი არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სხვადასხვა წლებში მენოტის უმუშავია „ბოკა ხუნიორსში“, „ბარსელონაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „რივერ პლეიტში“, მექსიკის ნაკრებში.

2013 წელს ჟურნალმა „World Soccer“ ლუის სესარ მენოტი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების სიაში 22-ე ადგილზე დაასახელა.

ასევე იხილეთ