top_leaderboard

დიმიტრი ხუნდაძე: ფსევდოლიბერალების მხრიდან მოსახლეობის ბიომასად ქცევის პროცესი უკვე ხილული მეთოდებით მიმდინარეობს

„ფსევდოლიბერალების მხრიდან მოსახლეობის ბიომასად ქცევის პროცესი უკვე ხილული მეთოდებით მიმდინარეობს. გარდა ფსიქოლოგიური წნეხისა, ისინი უკვე ადამიანის ფიზიოლოგიაშიც იჭრებიან. გარდა ქირურგიული ჩარევებისა, ისინი ცდილობენ, სქესობრივი მომწიფების პერიოდის ბლოკირება გააკეთონ და სქესის შეცვლა ხელოვნური ჰორმონების დახმარებით მოახდინონ”, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი იმ შეტყობინებებს გამოეხმაურა, რომლებმაც ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციიდან გაჟონა.

„რა თქმა უნდა, ეს პროცესი ორგანიზმისთვის ძალიან მძიმეა. ასეთ შემთხვევაში ხშირია ფსიქიკური აშლილობები, ფსიქოზები. ამიტომ, ვფიქრობ რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით უნდა გავააქტიუროთ არა ლგბტ-პროპაგანდა, არამედ ერთი მხრივ დავიცვათ ამ ადამიანების უფლებები, მაგრამ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდნენ აქტივისტები და ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის მსგავსი ორგანიზაციები. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს დისკუსია პოლიტიკური მდგენელისგან თავისუფალი უნდა იყოს და მასში უნდა მონაწილეობდნენ ექიმები, ფსიქოლოგები და დარგის სხვა სპეციალისტები.

ასევე იხილეთ