top_leaderboard
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: “გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი აუცილებელია, რადგან შეუძლებელია ეს პროცესი ქმნიდეს ამხელა აჟიოტაჟის საფუძველს

უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, “გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი აუცილებელია, რადგან შეუძლებელია ეს პროცესი ქმნიდეს ამხელა აჟიოტაჟის საფუძველს.

როგორ ბოჭორიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სტაბილური განვითარება სჭირდება, მაგრამ ამას სტაბილურობისა და სიმშვიდის გარეშე ვერ მოახერხებს.

“რა თქმა უნდა, საჭიროა პარტნიორებთან საუბარი, რადგან შეუძლებელია ერთის მხრივ ვსაუბრობდეთ საქართველოსადმი პარტნიორების დახმარებაზე, პარტნიორების წვლილზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და მეორეს მხრივ, აი ეს პროცესი ქმნიდეს ამხელა აჟიოტაჟის საფუძველს. თუ თქვენ მე მეუბნებით ან მე თუ თქვენ გეუბნებით, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ იხეიროთ, იყოთ კარგად, მაშინ მე რატომ უნდა დავმალო ეს ყველაფერი თქვენგან. ძალიან მარტივი საკითხია, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროებს საუბარს, გამომდინარე იმ რეაქციებიდან, რომელიც გვესმის ჩვენ ევროკავშირიდან, აშშ-დან. საკითხის ასე დაყენება, რომ ჩვენ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ გამჭვირვალობის საჭიროებაზე პოლიტიკურ პროცესებში, როგორ შეიძლება ეს დადგეს საპირწონედ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ევროკავშირამდე მისვლა და შევძლოთ ყველაფერი იმის გაკეთება, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამას ჩვენ სტაბილურობის და სიმშვიდის გარეშე ვერ მოვახერხებთ”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ