leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: საქართველოს ყველანაირად აქვს უფლება და პრეტენზია, რომ გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-სთან

საქართველოს ყველანაირად აქვს უფლება და პრეტენზია, რომ გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

„ჯერჯერობით იმით მაინც დავიწყოთ, რომ ვიზების გაცემის რაოდენობამ მოიმატოს საქართველოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავისი არათუ ლოიალობა, არამედ ღირსეული პარტნიორობა, როდესაც ეს საერთაშორისო უსაფრთხოების თემას ან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ ძალისხმევას ეხება. საქართველოს ყველანაირად აქვს უფლება და პრეტენზია, რომ გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან“ – აღნიშნა ვოლსკიმ.

სავიზო რეჟიმი, საჰაერო მიმოსვლა და სავაჭრო ურთიერთობები – რატომ არ ცვლის არაფერს ამერიკა და არის თუ არა ეს რეალურად სტრატეგიული პარტნიორობა, ამ საკითხზე შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან. მმართველი გუნდი ორმხრივ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. ოპოზიცია კი ტრადიციულად ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს.

ასევე იხილეთ