leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია

2024 წლის 18 მარტს, საქართველოს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც დახვედრის ცერემონიაზე აღინიშნა, NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მაღალ დონეს და ხაზს უსვამს  საქართველოს მიმართ ალიანსის  მტკიცე მხარდაჭერას.

 

ასევე იხილეთ