იენს სტოლტენბერგი: მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც საქართველოში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება
“მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე ძლიერია და საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება.
„ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე ძლიერია. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად, შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული იმისთვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ თურქული სამხედრო ფრეგატი ეწვია ბათუმის სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს, ეს არის იმის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში და ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს, პოტენციალს. ამით დასტურდება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის. მათ შორის, ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს, ალიანსის წევრი სახელმწიფო.
კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს ევროპის საბჭოს მიერ, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებას და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები, სასამართლოს უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. პრემიერ-მინისტრო კიდევე ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.