leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: რამდენად შეიძლება, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი უწოდო, რომელთანაც ორი ათეული წელია უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები არ გაქვს

„ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ხშირად ახსენებენ ქართულ სახელმწიფოში გადმორიცხულ თანხებს, ამ თემაზე საუბრისას მათი ტონი გამაღიზიანებელია. ისინი გვამადლიან ქართულ სახელმწიფოში დიდი ოდენობით თანხების გადმორიცხვას რომლის 80-90 პროცენტი არასამთავრობო სექტორს ხმარდება. დიახ, ამ ფულის გამოყენება ხდება არასახელმწიფოებრივი მიზნებისათვის, და დიახ, ის ძირითადი მიზნისაგან ხშირად განსხვავებულია,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის აღნიშნავს, რომ სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ორი ათეული წელია უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები არ აქვს საქართველოს, მაშინ როცა ჩინეთთან ახლახან დაწყებული სტრატეგიული პარტნიორობა რამდენიმე თვეში საქართველოსთვის ხელშესახები შედეგით დასრულდა.

„პარტნიორობა ურთიერთშეთანხმების კეთილი მაგალითია და მას ცალმხრივობა არ ახასიათებს. ქვეყნებს შორის საქმეში გამოხატული ქმედება პარტნიორობის მარტივი მაგალითია და ის რაიმე დამატებით დაზუსტებას არ საჭიროებს. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, თუმცა, რამდენად შეიძლება ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორი უწოდო, რომელთანაც ორი ათეული წელია უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები არ გაქვს რთული საპასუხოა. ზემოაღნიშნული განწყობისა და იმედგაცრუების გრძნობა იმ ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება, როცა აანალიზებ, რომ ჩინეთთან ახლახან დაწყებული სტრატეგიული პარტნიორობა რამდენიმე თვეში საქართველოსთვის ხელშესახები შედეგით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ხშირად ახსენებენ ქართულ სახელმწიფოში გადმორიცხულ თანხებს, ამ თემაზე საუბრისას მათი ტონი გამაღიზიანებელია. ისინი გვამადლიან ქართულ სახელმწიფოში დიდი ოდენობით თანხების გადმორიცხვას რომლის 80-90 პროცენტი არასამთავრობო სექტორს ხმარდება.

დიახ, ამ ფულის გამოყენება ხდება არასახელმწიფოებრივი მიზნებისათვის, და დიახ, ის ძირითადი მიზნისაგან ხშირად განსხვავებულია. ქართული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების ყველა საქმეს აფასებს, მათ შორის საქვეყნოსაც და არა საქვეყნოსაც და მადლიერებას (რომელიც მაგალითად საერთაშორისო მისიებში გამოიხატება) და გულისწყრომასაც შესაბამისად აფასებს და ყველაფერზე ადეკვატური დამოკიდებულება აქვს. მინაწერი: ყველაფერს თავისი სახელი თამამად უნდა დაერქვას და აქ ვინმეს რუსეთუმეობა უბრალოდ არაფერ კავშირშია“, – წერს მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ