top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება

გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პროექტს ეხებოდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამუშაოები ივნისში დაიწყება.

„დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ, ძირითად ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ