top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის

„იმ დროისთვის, როდესაც დღის წესრიგში დადგება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, საქართველო იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისთვის, რაც გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი მიმდინარეობს ევროკავშირის რეფორმაზე.

„ევროკავშირის მომზადება დღეს გულისხმობს იმას, რომ საუბარი მიმდინარეობს ევროკავშირის რეფორმაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როგორ უნდა იმოქმედოს თუ იფუნქციონიროს ევროკავშირმა შემდეგი გაფართოების შემდეგ. ეს არის დისკუსიის საგანი და იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსიაც მომავალში სწრაფად მივა გარკვეულ დასკვნებამდე და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეძლებენ კონკრეტული თარიღების დასახელებას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ