top_leaderboard

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთის ქალაქ მურსიაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს 151-ე ჩოგანი, ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი ორ სეტში, 6:3, 6:2 დაამარცხა.

მურსიის ტურნირზე ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ორი მეტოქე დაამარცხა. მანამდე, ის ლეს ფრანკესეს დელ ვალესის ტურნირზე თამაშობდა და ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო.

მურსიაში ქართველის მომდევნო მეტოქე ფრანგი ჩოგბურთელი უგო ბლანშეტი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 199-ე ადგილზეა.

ასევე იხილეთ