ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჩემი სტატუსი „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, პირად მესენჯერში ვინმე ზვიად ხაჯიშვილი მიგზავნის შეტყობინებას ყოვლად ამაზრზენი უცენზურო სიტყვებითა და ასევე ჩემი ფიზიკური განადგურების მუქარით. სქრინებს აქ შეგნებულად ვერ ვდებ, იმდენად შემაძრწუნებელია! კატეგორიულად მოვითხოვ, დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ მოკვლევა ამ საკითხზე და პასუხი აგებინონ ამ პიროვნებას კანონის შესაბამისად!“ - წერს რუსუდან წერეთელი.
„რეპორტიორი“ უერთდება ჟურნალისტ რუსუდან წერეთლის მიმართვას.