logo_geo
eng_logo
ნიკო ლეკიშვილი: მადლობა კახის, თბილისის მერი სწორედ ასეთი უნდა იყოს!
- +

31 ოქტომბერი. 2019. 13:17

 

 

თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან გახარებული ვარ! ჯერ კიდევ ჩვენი მერობის დროს სპორტის სასახლესთან სკვერში პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირდაპირ დაიდო ქვა წარწერით: „აქ აღიმართება ჟიული შარტავას ძეგლი“. ყველა ჩემს შემდგომ მერს ვახსენებდი, რომ აღესრულებინა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მეგობარმა ოთარ ჭიპაშვილმა მითხრა, ის ქვა გაძარცული და ამოყირავებულია და იქნებ რამე უშველოთო. მეც ვნახე და სასწრაფოდ დავუკავშირდი მერიას, ქალაქის მერს კახი კალაძეს, მერის მოადგილეს სოფო ხუნწარიას და ვთხოვე, განეხილათ ჟიული შარტავას ბიუსტის დადგმის საკითხი. რეაგირება იყო მყისიერი და აი, კახი კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მალე თბილისში დაიდგმება ჟიული შარტავას და აგრეთვე სოხუმის მერის გაბისკირიას ბიუსტები, რაზეც უკვე დამიკავშირდნენ კიდეც და მთხოვეს, დეტალური ინფორმაცია მივაწოდო. მადლობა კახის, თბილისის მერი სწორედ ასეთი უნდა იყოს!“ - წერს ლეკიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner