logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: მუყაოსთავიანო „აღმაშენებელო“, შენ ვერასოდეს გაიმარჯვებ ამ ქვეყანაში!
- +

17 სექტემბერი. 2020. 16:07

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ჩემი თვალებ-ბრიალა, მუყაოსთავიანი „აღმაშენებელი“!

 

სწორედაც რომ, ამის იმედი მაქვს... ერთი სული მაქვს, როდის გაიმარჯვებს არჩევნებში და გახდება პრემიერი, იქნებ მაშინ მაინც დაეხმაროს თავის ძმას, იმ 3 ათასი ლარით, რომლის გადახდასაც მე მავალდებულებს სასამართლო, თითქოს მე ამ მომავალი პრემიერის ძმის გათხოვების შესახებ, ინფორმაცია ინტერნეტში განვათავსე... კი, ნამდვილად გამოვაქვეყნე სტატია, მხოლოდ ინფორმაციულად და არა მტკიცებითი ფორმით... არ დამიჩემებია არასდროს და არც იმ სტატიაში ეწერა არსად, რომ ნამდვილად გათხოვდა ვაშაძის ძმა, ვიღაც მისნაირ სირბლანჯოზე-თქო... უბრალოდ, მთელი ქალაქი რადგანაც ამაზე საუბრობდა, გავბედე და დავწერე... მიუხედავად ამისა, მან მაინც მიჩივლა და სასამართლომ 10 ათასი ლარის გადახდა დამაკისრა, ვაშაძის ძმის სასარგებლოდ... ცხადია, გადაწყვეტილება გავასაჩივრე შემდგომ ინსტანციაში და 10 ათასიდან 3 ათას ლარამდე ჩამოვიდა ვაშაძეების ღირსების საფასური.... მე პირადად კი, ეს 3 ათასიც მართლა ძალიან მეძვირა, ვაშაძეების სინდის-ნამუსის საფასურად და კვლავ და ამჯერად, მეორედ გავასაჩივრე გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში...

 

იმედი მაქვს, ამ მუყაოსთავიანი „აღმაშენებლის“ ძმას მხოლოდ სიმბოლურ თანხას, ერთ ლარს გადავუხდი საბოლოოდ, რადგანაც მხოლოდ 1 ლარი ღირს ორივე ვაშაძის ღირსება ჩემთვის და მეტი არა, არცერთი თეთრით.... რადგანაც არ არსებობს ღირსება მათში, შესაბამისად, ფასიც და ვალიც არ არსებობს.

 

დაიმახსოვრე, შე მუყაოსთავიანო გარეწარო „აღმაშენებელო“, ვერც პრემიერი გახდები ვერასდროს, ვერც ჩემგან მიიღებთ ვერასდროს შენ და შენი ძმა იმ 3 ათას ლარს, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდებით, მერე რომ სატრაბახოდ გამოიტანოთ ტელევიზიებში და საერთოდ, მინდა გაჩუქოთ პირადად თქვენ, ა„ღმაშენებელო“ არჩევნების შემდეგ, დიდი მარცხისა და კრახის აღსანიშნავად, ნაგვით სავსე მუყაოს ყუთი, იმისთვის, რომ კარგად ჩაიტენოთ, მაგ სიბინძურითა და ზიზღით სავსე ტვინში, ის პროდუქტი, რასაც სინამდვილეში წარმოადგენ... შე მართლა სინდის-ნამუსისგან გარეცხილო „აღმაშენებელო“...

 

კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენ ვერასოდეს გაიმარჯვებ ამ ქვეყანაში, რადგანაც შენ იმ პირსისხლიანი ჯალათის ნაფლეთი ხარ, რომელიც დღე-დღეზე „დაავალე მიშას“ პროექტით მოდის უკვე კარგახანია საქართველოში.

 

ჰოდა, დაელოდე ოქტომბერს, „დაავალე მიშას“, მუყაოსთავიანო „აღმაშენებელო!“ - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner