logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: „ნაცსექტას“ რის გამოცდილება აქვს - ტერორის?! რეკეტის?! მკვლელობის?! წამების?! დაშინების?!
- +

22 სექტემბერი. 2020. 02:14

 

 

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:

 

აი რაია?!

 

რაის სერიოზული გამოცდილება?!

 

ეს რა ბოდვაა?!

 

ბოლო თაობის კომუნისტებს რომ გამოცდილება ჰქონდათ, ის იყო სერიოზული გამოცდილება, თორემ „ნაცსექტას“ რის გამოცდილება აქვს - ტერორის?! რეკეტის?! მკვლელობის?! წამების?! დაშინების?!

 

თან კომუნისტებმა მძიმე პოლიტიკური წარსულიც არაერთხელ დაგმეს უმაღლეს დონეზე, ნაცსექტანტები კი ახლაც იმ მოძალადე რეჟიმს მისტირიან!

 

უფრო მეტიც, - კომუნისტებს ცოდნა, კვალიფიკაცია, კომპეტენცია (ყველა დარგში და ყველა სფეროში!) ჰქონდათ ისეთი, ახლა ბევრი პოლიტიკოსი ნატვრასაც რომ ვერ გაბედავს!

 

მაგრამ სად არის ახლა კომუნისტური პარტია?!

 

ნაცისტებსაც“ ჰქონდათ "ხელისუფლებაში ყოფნის სერიოზული გამოცდილება", მაგრამ გერმანიაში ვინმეს რომ ის გამოცდილება პოზიტიურად უხსენო, გიჟად ჩაგთვლიან!

 

სად არის ახლა ჰიტლერის ნაცისტური პარტია?!

 

და ესენი არიან ახალი თაობის პოლიტიკოსები?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner