logo_geo
eng_logo
შოთა არველაძე: PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს
- +

23 სექტემბერი. 2020. 16:02

 

 

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე თვითიზოლაციაშია. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის“, - წერს შოთა არველაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner