logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ენამოჩლექილი ლაპარაკის კლასიკური ნიმუში!
- +

17 ოქტომბერი. 2020. 20:44

 

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ენამოჩლექილი ლაპარაკის კლასიკური ნიმუში (2012წ.):

გ.ვ.: სააკაშვილი და საქართველოს თანამდებობის პირები როგორც მანტრას, ისე იმეორებენ: რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, წინასწარი პირობების გარეშე. ახლა...

ა.ვ.: რუსეთის ხელისუფლება როგორც მანტრას იმეორებს, საქართველოსთან დიალოგი ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერთან, სააკაშვილის გარდა.

გ.ვ.: რა პრობლემაა, ყველას აქვს ჩემი მობილური ტელეფონი. რაშია საქმე, ვერ გავიგე. მე ავიღებ პრეზიდენტ სააკაშვილს, ჩავდებ ჩემოდანში და ჩამოვიტან მოლაპარაკებებზე? არ ჩაეტევა. ის 2 მეტრზე დიდია. რა პრობლემებია. არ მოგწონთ ვაშაძე, დაელაპარაკეთ შაშკინს. ალბათ მოგწონთ შაშკინი. ელაპარაკეთ მერაბიშვილს. არ მოგწონთ მერაბიშვილი, ელაპარაკეთ...

ესაა საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის ინტერვიუ, არჩევნების წინ. ჯერ ის ვთქვათ, რომ ამაზე ენამოჩლექილი ლაპარაკი, იშვიათია. მერე, ფაქტია, რომ არჩევნების წინ რუსეთის მოთაფლვის და დიალოგის დაწყების მცდელობაა.

თუ გახსოვთ, 2013-დან და შემდგომშიც, როცა დიალოგის საკითხი დგებოდა დღის წესრიგში, როგორ შეიძლება ოკუპანტთან ლაპარაკი წინაპირობის და პარტნიორების დასწრების გარეშეო?!

დიპლომატის ენას რომ არ ჰგავს და საქართველოს პრეზიდენტს ჩემოდანში დებდა, მესმის რომ პირდაპირი გაგებით არა, მაგრამ მაინც, ეს კიდევ სხვა თემაა. წაემომიდგენია პომპეომ რომ თქვას ტრამპზე, დიდია, ჩემოდანში არ ჩაეტევაო...

ეს ისე, უბრალოდ, საჭიროა ხანდახან ზოგიერთი დეტალის გახსენება...“ - წერს ამირან სალუქვაძე და ზემოთხსენებული ინტერვიუს ნაწილს დებს.

 

right_banner
არქივი
right_banner