logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ვინმეს სჯერა, რომ გია ბარამიძე, რომელმაც სისხლიანი კალო დაატრიალა სვანეთში, უარს იტყვის როდისმე ბოროტებაზე?!
- +

18 ოქტომბერი. 2020. 16:36

 

 

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დაუსვამ კითხვას: ბათუმში ხალხი რატომ გაწირე სასიკვდილოდო?! ხომ არის მგლის თავზე სახარების კითხვაზე უარესი ამბავი?! ვინმეს სჯერა, რომ მაგალითად, გია ბარამიძე, რომელმაც სისხლიანი კალო დაატრიალა სვანეთში, უარს იტყვის როდისმე ბოროტებაზე?! რაღაც პერიოდი გვარწმუნებდა, გამოვსწორდით, შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლეთო, მაგრამ ცოტახნის წინ, ისევ დაგვამუნათა და გვითხრა, ეს არჩევნები ომია და თოფებით გამოსვლასაც არ გამოვრიცხავო.

 

ყოველთვის ვაცხადებდი და დღესაც ვიტყვი, ერთადერთ შემთხვევაში გაჯანსაღდება არსებული მძიმე პოლიტიკური რეალობა: ყველა საქმე, რომელიც მძიმე დანაშაულს ეხება, უნდა იქნას ხელახლა შესწავლილი და დამნაშავეები დასჯილი!“ - წერს ირმა ჭკადუა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner