logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: არღვევთ სტანდარტებს, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია - საფრთხეს უქმნით მძევლებს და მოსახლეობას
- +

21 ოქტომბერი. 2020. 18:31

 

 

სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ეხმაურება ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს, სადაც თავდამსხმელს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი.

 

სალუქვაძე კონკრეტულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს და მიუთითებს, რომ მათი ქმედებები საფრთხეს უქმნის მძევლებს და მოსახლეობას.

 

„როცა შეიარაღებული პირი, რომელსაც ჰყავს აყვანილი მძევლები და ითხოვს შენობას მოშორდნენ პოლიციელები და ამ დროს შორიდან აჩვენებთ სნაიპერებს, შვეულმფრენს და მიმდებარე ტეროტორიას პირდაპირ რეჟიმში და არა დაგვიანებით, ან წინააღმდეგობას უწევთ პოლიციას, მოშორდეთ ობიექტს, თქვენ:

 

  1. საფრთხეს უქმნით მძევლებს და მოსახლეობას;

 

  1. არღვევთ მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებს, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია.

 

საქმე აღძრულია ყაჩაღობის, წამების, იარაღის უკანონო შეძენა/ტარების მუხლით. შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს კიდეც. ასე რომ, თავმდამსხმელი კი არა, ყაჩაღობაა, როგორც მინიმუმ. რაც ხდება, ახლოსაა ტერორისტულ აქტთან, თუ სსკ-ს ჩახედავთ. ასე რომ, იმოქმედეთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner