logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ის, რასაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ანალოგიური სამსახური ინატრებდა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 01:51

 

 

მძევლების ასე უსისხლოდ და უდანაკარგოდ განთავისუფლება, სწორედაც რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მაღალ პროფესიონალიზმზე, მეტყველებს“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ზუგდიდში განვითარებულ პროცესებს.

 

„გუშინ რაც მოხდა ზუგდიდში, რა თქმა უნდა შესაფასებელია და ცხადია გამოძიებას ეთქმის მთავარი სიტყვა. თუმცა არ შეიძლება არ გამოვეხმაურო და რამოდენიმე ჩემი მოსაზრება არ გამოვთქვა:

 

უთუოდ დიდ მადლობას იმსახურებს, სამეგრელო-სვანეთის პოლიციის უფროსი, ბატონი ავთანდილ გალდავა, და საერთოდ ყველა სამართალდამცავი, დაწყებული რიგითი პატრულის თანამშრომლიდან მინისტრამდე-თითეულმა მათგანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ის, რასაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ანალოგიური სამსახური ინატრებდა: დიახ, მძევლების ასე უსისხლოდ და უდანაკარგოდ განთავისუფლება, სწორედაც რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მაღალ პროფესიონალიზმზე, მეტყველებს-მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ამ სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია !

 

არ შეიძლება, არ ავღნიშნოთ პარტტელევიზებისა ბრიყვული და პირდაპირ, რომ ვთქვათ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, როდესაც ზოგი პირდაპირ ეთერით ფაქტიურად კარნახობდა დამნაშავეს თუ სად იყვნენ განლაგებული სნაიპერები, რა ტექნიკა მონაწილეობდა ოპერაციაში და საერთოდ რას აკეთებდა პოლიცია.

 

გვერდს, ვერ აუვლი, რა თქმა უნდა ოპოპოლიტიკოსების მავნებლობასა და დაუფარავ ქილიკ-ჟრიამულს, როდესაც სიამოვნებით საუბრობდნენ, თითქოს და როგორი სუსტია ჩვენი სამართალდამცავი სისტემა და როგორ იმატა სახელმწიფოში კრიმინალმა – ერთი ეს აკლდათ, ალბათ დაავიწყდათ-შემოხაზე ეს ნომერი და ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას…

 

წესით უაზრო და მავნებლური კრიტიკით კი არ უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული, არამედ იმაზე ეფიქრათ, რომ მძეველების უსაფრთხოება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი…

 

კიდევ ერთხელ შესანიშნავია, რომ მძევლები ცოცხლები და თავისუფლებია, პოლიციამ თავისი მისია შეასრულა, დარჩა ოპერატიული ღონისძიების ბოლო აკორდი: დამნაშავის დაკავება, რაც ასავე მოხდება ( ვისაც ეს საქმე ოდნავ ესმის, იცის, რომ ეს ერთ დღეში არ ხდება) და რა თქმა უნდა იმ შესაძლო თანამზრახველების გამოვლენა, რომელიც დამნაშავეს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთაც სავარუდოდ ეყოლებოდა”, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner