logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: გვარამია ამბიციის ჭიამ არ მოასვენა და მივიღეთ არა ინტერვიუ, არამედ საპყართა ბოდვა!
- +

26 ოქტომბერი. 2020. 11:43

 

 

„ეს იყო იმდენად დაბალი დონის ინტერვიუ, რომ მხოლოდ ჭორაობას თუ ვუწოდებთ და არა - ჟურნალისტურ პროდუქტს!“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ინტერვიუს.

 

„ჟურნალისტებო, დაიმახსოვრეთ:

 

ინტერვიუს დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს!

 

მხოლოდ კარგმა ჟურნალისტებმა კი არა, გამომძიებლებმაც იციან ეს.

 

დიახ, კარგმა გამომძიებელებმა იციან, რომ გამოძიების დროს დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს!

 

ეს იციან პროკურორებმაც.

 

კარგი პროკურორი აუცილებლად შენიშნავს, თუკი გამომძიებელს რომელიმე დეტალი გამორჩა!

 

ის, რაც ჩვენ წუხელ ვნახეთ, - პროკურორ-ჟურნალისტის ინტერვიუ ამბიციურ და თავდაჯერებულ ყოფილ მილიციელთან და სპეცრაზმელთან (და არა „კაგებეს“ ოფიცერთან, - ეს სხვა დონეა; „კაგებეში“ საგანგებოდ მომზადებული ადამიანები მუშაობდნენ!) - ეს იყო იმდენად დაბალი დონის ინტერვიუ, რომ მხოლოდ ჭორაობას თუ ვუწოდებთ და არა - ჟურნალისტურ პროდუქტს!

 

ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არც ჟურნალისტის ნამუშევარი იყო და არც გამომძიებლის მიერ ოქმის შედგენამდე მომზადებული ვიდეოჩანაწერი.

 

ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არც პროკურორის მიერ გამოკითხვა ან დაკითხვა იყო!

 

და ეს, იცით, რატომ მოხდა?!

 

იმიტომ, რომ ამ ე. წ. ჟურნალისტს არც ჟურნალისტური ოსტატობა აქვს (ინტერვიუ ჩვენთან ითვლება ყველაზე მარტივ ჟანრად, არადა, რეალურად ყველაზე რთულია!), არც გამომძიებლად უმუშავია და თავის დროზე პროკურორადაც პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა და არა პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით!

 

ამიტომაც მივიღეთ ორი თავდაჯერებული ინდივიდის ჭორაობა!

 

საქართველოში რამდენიმე პროფესიონალი ჟურნალისტია (ჩემზე არ ვლაპარაკობ (რა თავმდაბლობაა - პიკი! ), გვარების დასახელებას კი ნუ მომთხოვთ!), ვისაც შეუძლია ოსტატურად წარმართოს ინტერვიუ. მათ შორის არიან როგორც გაზეთის, ისე ტელეჟურნალისტები, მაგრამ გვარამია ამბიციის ჭიამ არ მოასვენა და მივიღეთ არა ინტერვიუ, არამედ საპყართა ბოდვა!

 

და ეს ძალიან კარგად იციან იმ ტელეჟურნალისტებმა, რომლებიც გვარამიასთან მუშაობდნენ და მუშაობენ!

 

წარმომიდგენია, როგორ ცურავდნენ ისინი სიმწრის ოფლში, როცა ამ ე. წ. ინტერვიუს უსმენდნენ. არადა, დარწმუნებული ვარ, ტაშს დაუკრავენ დირექტორ-პროკურორს და გენიოსადაც გამოაცხადებენ!

 

ეს კი უკვე აღარ არის პროფესიონალიზმი!“ - წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner