logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: გვარამიასგან აღარაფერი მიკვირს, იმ ვინმე გოგოლაძემ შემზარა!
- +

26 ოქტომბერი. 2020. 11:48

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„პირველი სერია:

ორი კაცი(?!) საჯაროდ ჭორაობს იმის შესახებ, თუ რა ჭორიკანაა ივანიშვილი.

ყველაზე განსაცვიფრებელი არგუმენტია: ჭორვილადანაა და იმიტომოოო(?!);

***

მეორე სერიაში ჭორაობას 4 კაცი(?!) და 1 ქალი განაგრძობს.

***

ორიოდე უბირი ხომ მაინც დაიჯერებს? - ამაზეა გათვლილი.

***

რაც მთავარია, ყოფილ(უკაცრავად, მესამე) პრეზიდენტს მოეწონება.

***

ხომ უნდა ერქვას ამ არხს „მთავარი?!"

***

ახლა მეცინება, წუხელ კი ძლივს დავიძინე:

 

გვარამიასგან აღარაფერი მიკვირს, იმ ვინმე გოგოლაძემ შემზარა - ხელოვნურობამდე თეთრი კბილებითა და კიდევ უფრო ხელოვნური ღიმილით, რაც მთავარია, გამურული სინდისით.

***

გვარამია კითხვებსაც სვამდა და პასუხებსაც, ძირითადად,  თვითონვე სცემდა.

გოგოლაძე დროდადრო ჩაურთავდა სიტყვებს ან თეთრ კბილებს.

რამდენჯერმე გავიფიქრე: ეს კაცი მართლა არსებობს, თუ რობოტი შექმნეს?!

***

ასე როგორ უნდა დაეცეს ადამიანი?!

ჰო, ადამიანი!

ერთ დროს მაინც ხომ იქნებოდა?!“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner