logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: შეეგუეთ, ნაცსექტანტებო, #41 დამაჯერებლად მოიგებს!
- +

28 ოქტომბერი. 2020. 15:50

 

 

„რადიკალური ნაცოპოზიცია ფერსა და ზნეს არ იცვლის. 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს...“  - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

აბაშიძე დარწმუნებულია, რომ  საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

 

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ხომ გახსოვთ? ეკა გიგაურმა & სხვა უნამუსოთა Co-მ ე.წ. გაყალბებულ პასპორტებზე რომ გაავრცელეს სისულელე.

 

2019 წლის გაზაფხულზე სამაგიდო კვლევით ვამხილე ათეულობით „ენჯეო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირებში. იყო, საპასუხო წიოკი და გნიასი. შემეტყო რამე, რომ გამაჩუმეს?..

 

ახლა ამ გადამწყვეტი არჩევნების წინ, შექმნეს დამატებითი ე.წ. დამკვირვებლები და პარტიული, ფსევდო-მკვლევარები და მეტიც.  კომპანია „აიპიემს“ შეუკვეთეს კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ? და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!

 

რადიკალური ნაცოპოზიცია ფერსა და ზნეს არ იცვლის. 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს...

 

„ქართული ოცნება“ რომ დამაჯერებლად მოიგებს, უმეტესობას არ გვეპარება ეჭვი. „ლუზერ“ ნაცოპოზიციასა და მათ ვასალებს საზრუნავი ერთადერთი დარჩათ, რამენაირად ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს და ეცადონ არეულობას კარვებით, პოლიციასთან ჭიდაობით, სასტვენებით, ხავილით თუ სხვა უსუსური ქმედებებით. ვხედავთ ნაცაქტივისტების პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში.

 

დღეს, „ქართული ოცნებიდან“ გვამცნეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე. ერძოდ,  მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

 

დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა.

 

შეეგუეთ, ნაცსექტანტებო, #41 დამაჯერებლად მოიგებს!“ - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner