logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: რევოლუციას ვერასოდეს მოუწყობთ იმ ხელისუფლებას, ვისი ამოცანაც ადამიანის ღირსების დაცვაა!
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:36

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანი არის განაწყენებული და იმედგაცრუებული. რა თქმა უნდა უამრავი ადამიანი გრძნობს პრობლემებს, ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს ეკონომიკურად, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შემოსავალი, მაგრამ -

 

ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც იგრძნობს:

 

ძალადობას, რეკეტს, განადგურებას, მოსმენას, უფულობის გამო საავადმყოფოდან გამოგდებას, C ჰეპატიტის გამო სახლის გაყიდვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ტელევიზიების დახურვას, მინისტრების ცოლების მბრძანებლობას, პატიმრების წამებას, გაუპატიურებას და ბოლოს - ვერ ნახათ ადამიანს, ვინც უკანონოდ დაისაჯა.

 

ამ ყველაფრის ფონზე მარტივად გეტყვით:

 

რევოლუციას ვერასოდეს მოუწყობთ იმ ხელისუფლებას, ვისი ამოცანაც არის ადამიანის ღირსების დაცვა და არა - ფეხქვეშ გათელვა!!!

 

დიდი წერტილი“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner