„ოპოზიცია ამტკიცებს, გაყალბდაო, გადათვლა კი არ უნდა! სიტუაცია ერთ გამოთქმას მახსენებს: „არ არის ფაქტები, მით უარესი ფაქტებისათვის!“ - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ, ჩვენთვის, მოქალაქეებისათვის, გასაგებ ენაზე, განმარტა, როდის ტარდება განმეორებითი არჩევნები (ვარიანტი: როცა გაყალბებულია 50%-ზე მეტი), და განმეორებით არჩევნებს ცესკო-ს იგივე შემადგენლობა ატარებსო. გასაგებია, რომ განმეორებითი არჩევნების საფუძველი არ არსებობს.
ოპოზიცია ამტკიცებს, გაყალბდაო, გადათვლა კი არ უნდა! სიტუაცია ერთ გამოთქმას მახსენებს: „არ არის ფაქტები, მით უარესი ფაქტებისათვის“!!!
ერთმა პოლიტოლოგმა ქალბატონმა, ოპოზიციას ყავარჯნად ახალი იდეა შეაშველა: განმეორებითი კი არა, რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთო!!! მიზეზი: პოლიტიკური კრიზისი!!!
არჩევნების შედეგები გვაქვს, ეგზიტპოლების იყო და დაემთხვა, განწყობები ვიცით, მხარს ვინ ვის უჭერს - კარგად ვიცით, რადიკალების გადატრიალების გეგმის შესახებ - ვიცით, ახლა სახეზეა პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა!
როგორც რიგითი მოქალაქე, ვკითხულობ: პოლიტიკური, ეპიდემიოლოგიური და გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, არის თუ არა პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან, ხელოვნურად სიტუაციის დამძიმება, საბოტაჟი?!“ - წერს მაია ნიკოლეიშვილი.