logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რაც გაბედა ვარშალომიძემ, ესაა პროდასავლური პარტიის განცხადება?
- +

16 ნოემბერი. 2020. 14:21

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, ლევან ვარშალომიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში, უბნებზე სირცხვილის კორიდორებს მოაწყობენ. 

 

„რაც გაბედა ვარშალომიძემ, ესაა პროდასავლური პარტიის განცხადება?

 

მსგავსი სიმახინჯე ჯუნგლებშიც არ მოუვათ აზრად.

 

„ქართული ოცნების“ და მოსახლეობის ბრალია, სირცხვილის დერეფნებში რომ არ გატარებენ ყველას.

 

აბა, სად ხართ ენჯეოები, უფლებადამცველები, ე.წ. მედასავლეთეები, ოპოზიციონერები?

 

უბნებთან ვინც დადგებით, სირცხვილის დერეფანში კი არა, ვირის აბანოში იქნებით გასატარებელი.

 

მსგავსი სიმახინჯე მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა.

 

ბიუჯეტის და სხვისი ბიზნესების მითვისების ხარჯზე მილიონერები გახდნენ, შერჩათ.

 

ესაა შედეგი.

 

საინტერესო იქნება საერთაშორისი გამოხმაურება. აბა, ჩვენს რეაქციას არ ველოდები.

 

ვის გჯერათ ამათი წინასაარჩევნო ბოდიშის?“ - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner