logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციას: „გრელკა“ აიღეთ და ლოგინში შეწექით, რა!
- +

18 ნოემბერი. 2020. 13:00

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ეხმაურება და ოპოზიციას, რომლებიც მდუმარე აქციას მართავენ, მიმართავს.

 

„ესე იგი, დღეს მაიკ პომპეოს პრეზიდენტიც მიიღებს და გააგებინებს იმას, რაც ელჩისგან უკვე ისედაც იცის, პრემიერიც დაელაპარაკება, მინისტრიც, პატრიარქიც შეხვდება და...

 

და ამ ოპოდუპლეტებს ჰგონიათ, რომ მათი „დუმილი რეკავს“ და ასე უნდა გააგებინონ აქაური ამბები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რომელიც ადრე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იყო და რომელმაც ამ დესტრუქტივებთან შეხვედრა საერთოდ არ ისურვა!

 

ჰო, თქვენი ყველაყისამ, 3-20-ზე დაგირეკავთ და სიჩუმეზე გიცნობთ!

 

„გრელკა“ აიღეთ და ლოგინში შეწექით, რა!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner