logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ეკატერინე ტიკარაძეს არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან
- +

24 ნოემბერი. 2020. 16:50

 

 

„მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი აცხადებს და საქართველოს კლინიკების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

 

მძინარაშვილის თქმით, იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის სფეროში დახვდა, ექსტრემალურ ვითარებაში ვერავინ შეძლებს.

 

„მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ. ამიტომაც დანიშნეს, - მას არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან და მასთან მისასვლელი გზა კი არ მოუჭრეს ამ მაფიოზებს, - ვერც მოუჭრიდნენ! ასეთი გზა, უბრალოდ, არ არსებობს!

 

რაც შეეხება კოვიდ-პანდემიის მართვას, ჯერ ყველამ რეგულაციის წესები დავიცვათ, ელემენტარულად, პირბადით ცხვირიც დავიფაროთ და მერე დავფიქრდეთ:

 

ეკატერინე ტიკარაძეს შეეძლო თუ არა ათწლეულების განმავლობაში მოშლილი ჯანდაცვის მექანიზმის სწრაფად აწყობა?

 

შეეძლო თუ არა მთლიანად სამედიცინო განათლების ხარვეზების აღმოფხვრა?

 

 შეუძლია თუ არა თითოეული ჩვენგანისთვის პირბადის მორგება?

 

და, საერთოდ, არსებობს კი ქვეყნად ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია?

 

უმოკლეს დროში და ექსტრემალურ ვითარებაში თავსდატეხილი ყველა ამ პრობლემის მოგვარება ვინმეს შეუძლია?

 

დიახ, არავის! არ არსებობს ასეთი ადამიანი! ხოლო ვისაც ტიკარაძის, როგორც მინისტრის, არაკომუნიკაბელურობა აწუხებს, კიდევ ერთ კოზირს მოგცემთ მის დასამუნათებლად: დოლზეც არ უკრავს! მინისტრს კი არ ვიცავ, საზოგადო პრობლემაზე ვწერ, რადგან ქართველი, როგორც მოგეხსენებათ, მათრახით ხელში იბადება და ის მათრახი, ყოველთვის სხვისთვის დასარტყმელად რომ აქვს მოღერებული, ხანდახან საკუთარ ზურგზე რომ გადაიჭიროს, იქნებ მართლა გვეშველოს!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner