logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ზოგიერთი უპასუხისმგებლო და სამარცხვინო პოლიტიკოსის მიერ გმირი ექიმების შეურაცხყოფა ცდება ეთიკის ჩარჩოებს
- +

27 ნოემბერი. 2020. 14:37

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდი საჯაროდ გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები, თუმცა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო და სამარცხვინო პოლიტიკოსის მიერ გმირი ექიმების შეურაცხყოფა ცდება ეთიკის ჩარჩოებს.

დღეს, ჩვენი ექიმები,  ექთნები, ისევე როგორც, პოლიციელები, ჯარისკაცები თუ მესაზღვრეები იმყოფებიან ბრძოლის წინა ხაზზე და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებაზე.

როდესაც ქვეყანა დგას ურთულესი გამოწვევევის წინაშე და  მთავარი ამოცანა ადამიანის სიცოცხლეა, ლაჩარია ყველა, ვინც ექიმების რეპუტაციას ეჭვის ქვეშ დააყენებს და მათ ღირსებას შეეხება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.

მსოფლიო პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ შეუფასაბელია თითოეული ექიმის ღვაწლი. მათ პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის სტაბილურობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ექიმების თაოსნობითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ყველა კრიზისი და ენერგია ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ“. - წერს ირაკლი ზარქუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner