logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას: აიღეთ ფული, იმ ბაყაყებივით ნუ მოიქცევით, გუბე რომ დაუშრათ
- +

28 ნოემბერი. 2020. 10:31

 

 

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსების აღებისკენ მოუწოდებს. როგორც სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო რომ ისე იყოს მოწყობილი, რომ თავისუფლად აფინანსებდნენ ოპოზიციური პარტიის იდეებს და შემდეგ, ხელისუფლების ანგარიშსწორების არ ეშინოდეთ - მაშინ პარტიების დაფინანსების არც საბიუჯეტო სქემა იარსებებდა.

 

„პარტიების დაფინანსებაზე, საგადასახადო სისტემაზე, სახელმწიფო მოწყობაზე რა აზრისაც არ უნდა ვიყო, ვცხოვრობთ იქ, სადაც ვცხოვრობ და იმისთვის რომ ვიარსებო, ფული მჭირდება. ასეა ეს პარტიების შემთხვევაშიც.

 

სადაც იშოვება ფული ჩემი საქმიანობის და იდეების დაფინანსებისთვის, იქ ვიღებ (გრანტიც გადასახადის გადამხდელის ფულია - უცხოელის).

 

სახელმწიფო რომ ისე იყოს მოწყობილი, რომ თავისუფლად აფინანსებდნენ ოპოზიციური პარტიის იდეებს და შემდეგ, ხელისუფლების ანგარიშსწორების არ ეშინოდეთ - მაშინ პარტიების დაფინანსების არც საბიუჯეტო სქემა იარსებებდა.

 

ჩვენ (როცა ევროპის საბჭოში ვიყავი) ვაიძულეთ „ნაცებს“ მაგ სქემის შემოღება იმიტომ, რომ ოპოზიციას ბადრი პატარკაციშვილის იქითაც ჰქონოდა გადარჩენის გზა.

 

მოკლედ, ოპოზიციურო პარტიებო - აიღეთ ფული, იმიტომ რომ გჭირდებათ. ნახევრად ავტორიტარული ქვეყნებისთვის არსებობს ეგ პრაქტიკა, რომ დემოკრატიული ოპოზიცია გადარჩეს. იმ ბაყაყებივით ნუ მოიქცევით, გუბე რომ დაუშრათ.

 

P.S. ანუ არათუ ვემხრობი ფულის აღებას, არამედ თავად ვიყავი ჩართული იძულების პროცესში. 2007 წელს დაინერგა თუ სწორად მახსოვს დემოკრატიის დასაცავად“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner