logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ვირუსზე გამარჯვების მისაღწევად
- +

1 დეკემბერი. 2020. 00:19

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ყოფილი  ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

 

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით ჩემი გადაწყვეტილების შესახებ - დავტოვო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა.

უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემს ყოფილ თანამშრომლებსა და კოლეგებს მივმართო.

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა და როდესაც ამას ვამბობ, მინდა იცოდეთ, რომ ყოველი სიტყვა ნამდვილია. მადლობას გიხდით იმისთვის, რაც ერთად, თავდაუზოგავი შრომით, მეგობრობითა და თანამშრომლობით შევძელით. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისთვის.

ჩემო სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებო, აუცილებლად უნდა გამოვყო თქვენი ღვაწლი კოვიდ19-ის მართვის პროცესში და მადლობა გადაგიხადოთ პროფესიული თავდადებისთვის. მჯერა, ჩვენს დაწყებულ საქმეს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატებით და ჩვეული მონდომებით განაგრძობთ და მაქსიმალურად დაეხმარებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რთული პერიოდის გადალახვაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ვირუსზე გამარჯვების მისაღწევად. 

წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - წერს თალაკვაძე, რომელმაც პოსტი ორი დღის წინ დატოვა.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner