logo_geo
eng_logo
ეკა სილაგაძე: ამ დანაშაულთა დამკვეთი „გლავკანალიზაციის“ არხზე ერთვება დღემდე - დასაჯეთ დამნაშავეები!
- +

3 დეკემბერი. 2020. 03:09

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ეკა სილაგაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“გია მაისაშვილი სცემეს ისე, რამდენიმე წელში სიმსივნით გარდაიცვალა.

 

კობა დავითაშვილი სცემეს ისე, ბეხტერევის დაავადებით გარდაიცვალა.

 

სულხან მოლაშვილი...

 

ვალერი გელაშვილი, უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე. ამათ, შედარებით გაუმართლათ.

 

ამ დანაშაულთა დამკვეთი კი, გლავკანალიზაციის არხზე ერთვება დღემდე, სიძულვილით აძაგძაგებს ხოლმე, როცა ვინმეს ლანძღავს და დაბრუნებაზე მუშაობს.

 

ქვეყანას 27 % ი დამნაშავედ რომ უნდა გამოცხადებულიყო და არ გამოცხადდა, ისეთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ჰყავს. უფრო მეტიც, ეს პარაზიტების პარტია გაყოფის წესით გამრავლდა და ევროპული თუ ტყის ნობათი გირჩის სახელით, აგრძელებს მომხრეთა სულიერ და პოლიტიკურ ხრწნას. ამის შედეგია ზუსტად, ვინმე ასლან ვაშაყმაძის მიერ, რომელიმე პოლიციელის დასახიჩრება-მოკვლისკენ მოწოდება!

 

ამათ ეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას?

 

ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, თუ არც შემოვლენ!

 

სანამ კიდევ დროა, შიმშილს უფრო მოვითმენთ, ვიდრე უსამართლობას!

 

დასაჯეთ დამნაშავეები!” - წერს ეკა სილაგაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner