logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: გუშინ მსოფლიო მადლიერების დღე ყოფილა, ჩვენ კი მსოფლიო უმადურობა გამოვავლინეთ...
- +

13 იანვარი. 2021. 00:24

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ მსოფლიო მადლიერების დღე ყოფილა.

 

ჩვენ კი მსოფლიო უმადურობა გამოვავლინეთ.

 

ვინ ჩვენ?!

 

რა თქმა უნდა, ნაცებმა და მათთან შეკრულმა ფანჩატურელებმა.

 

ვის მიმართ?

 

იმ კაცის მიმართ, ვინც მთელი თავისი ქონების 95 პროცენტი საქველომოქმედო ფონდს გადასცა.

 

ვინც თვით გენიალური ბარათაშვილიც კი „გააწბილა", რადგან დაამტკიცა, რომ „ჩვენი ყოფა, წუთისოფელი" ყველასათვის არ ყოფილა „საწყაული აღუვსებელი"...

 

***

 

რა არ დააბრალეს:

 

ზღვა საკუთარ სახლთან მიიყვანაო?!

 

ასწლოვანი ხეები თავის ეზოში გადარგოო?!

 

აბასთუმანი მიიტაცაო?!

 

ბოტანიკური ბაღი წაგვართვაო?!

 

***

 

ახლა რაღას იტყვიან?!

 

თუმცა, რა დაუშლით?! - ენას ძვალი არა აქვს და ფანჩატურელებს - სინდისი.

***

 

„მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება არავისა აქვს, მას რომ დაელოდოს", - ამბობდა ჟან - ჟაკ რუსო.

 

***

ჩვენ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, მადლობა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ამას არასოდეს დალოდებია.

 

ჩვენგანაც კი არასოდეს  დალოდებია და  ფანჩატურელებისაგან როგორ დაელოდებოდა?!

 

P.S. ნაცმედიაც იქ უნდა ვიგულისხმოთ, ფანჩატურში.“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner