logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ დროში გაწერილი გეგმა გამოცხადდა
- +

25 თებერვალი. 2021. 02:21

 

 

„ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ დროში გაწერილი გეგმა გამოცხადდა და არა მხოლოდ ერთი ეტაპი, როგორც მანამდე, რათა ბიზნესმა, ხალხმა, დაგეგმონ და მოემზადონ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“პირად გვერდზე წერს.

სალუქვაძე იმედოვნებს, რომ მოქალაქეები დადგენილ წესებს დაიცავენ.

 

„მოკლედ, როგორც ვხედავთ, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, 7 მლრდ ადამიანი არავის დაუხოცავს და ჩაკეტვების ინტერესიც არავის აქვს. დაჩიპვის შიშებიც გაუვლის ხალხს.

შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი:

- სამთო კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან,

- რესტორნების შიდა სივრცეები, ბავშვთა ბაგები 1 მარტიდან,

- ბაზრობები, საცალო და სავაჭრო ცენტრები, სამთო კურორტების საბაგიროები 8 მარტიდან,

- თეატრები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და დარბაზები 15 მარტიდან,

- სპორტული შეჯიბრები, თეატრალური წარმიდგენები 1 აპრილიდან.

ესაა რაც მოვასწარი. მაინც გადაამოწმეთ.

იმედია მოქალაქეები თავად გამოვიჩენთ პასუხისმგებლობას და ჩვენით გავამკაცრებთ წესების დაცვას მაკონტროლებლების გარეშე, რადგან ახლიდან არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: პირბადეები, ხელების ხშირი დასპირტვა/დაბანა, განსაკუთრებით, როცა რაიმეს შევეხებით და ა.შ.“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner