logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკური პოლარიზაციის განსამუხტად „ქართული ოცნების“ მხრიდან „სამშვიდობო“ ნაბიჯი გადაიდგა
- +

2 მარტი. 2021. 01:51

 

 

იურისტი თამთა მეგრელიშვილი ორბელიანების სასახლეში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გაიმართა.

 

„პოლიტიკური პოლარიზაციის განსამუხტად „ქართული ოცნების“ მხრიდან „სამშვიდობო“ ნაბიჯი გადაიდგა.

იმედია, ქუჩის ოპოზიცია ამას დააფასებს, ისევ კარვების აქციებს არ მიუბრუნდება და პროცესები მაგიდასთან, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდება.

 

ორი კვირა გონივრული ვადაა რათა დაფიქრდეთ... ოპოზიციონერებო, ჯერი და არჩევანი თქვენზეა სახელმწიფოებრივად იაზროვნებთ თუ მიხეილ სააკაშვილის უნიჭოდ დაწერილ სცენარს გადააქსეროქსებთ და პარტიულ ოფისებში დილა საღამოს გადაიმეორებთ. ეგ ის ნარატივია,მხოლოდ თქვენ რომ გჯერათ და საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ აჯერებთ. ის ჩართავს „ლაივს“ რესტორნიდან, ფიტნეს ცენტრიდან და ისევ იგივეს ისაუბრებს დუჟმორეული. მისი პოლიტიკური დიაგნოზი უკვე დასმულია!

თქვენ კი, დრო გაქვთ, ან ნათელს ირჩევთ ან წარსულს ნებითვე ბარდებით. წარმატებები ჩვენს ქვეყანას!“ - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner