logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „პროდასავლურმა“ ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა
- +

2 მარტი. 2021. 11:50

 

„რასაც მოიგებთ, თქვენს გაქცეულ პრეზიდენტს გაუყავით კიევში, კოსაჩოვს ებარებოდეთ!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე პარლამენტთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მოახდინეს.

 

ბოჟაძის თქმით, ოპოზიციამ საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და საქართველოს მოსახლეობას სილა გააწნა, რადგან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის შარლ მიშელის ინიციატივით გამართული დიალოგი ოპოზიციამ წყალში ჩაყარა.

 

„გუშინ შარლ მიშელის ინიციატივით გაიმართა პოლიტიკური დიალოგი, ჩაისახა დეესკალაციისა და სიტუაციის დარეგულირების იმედი, თუმცა, „პროდასავლურმა“ ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა, კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს მოსახლეობას, ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარება უნდა, იმ რეალური პრობლემების მოგვარება, რაც ჩვენს ხალხს ასე ძალიან აწუხებს. გააგრძელეთ დესტრუქცია და კარავში ჯდომა, რასაც მოიგებთ, თქვენს გაქცეულ პრეზიდენტს გაუყავით კიევში, კოსაჩოვს ებარებოდეთ!“ - ამბობს ბოჟაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner