logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ისევ პიკეტირება, ისევ ქუჩის აქციები, ისევ არეულობა და დესტრუქცია, ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე
- +

2 მარტი. 2021. 12:29

 

„ისევ პიკეტირება, ისევ ქუჩის აქციები, ისევ არეულობა და დესტრუქცია! აი, ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

 

„ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი? ეს არის ოპოზიცია? ადამიანები, რომლებმაც შეძრეს ამერიკა და ევროპა საჩივრებით, არიქა და ხელისუფლება გვებრძვის და გვდევნის პოლიტიკურ ოპონენტებსო, არიქა გვიშველეთ ქართველ ხალხს ჩვენი დიდი ხანია არ სჯერა და აქციებზე არ მოდიანო, ახლა თქვენი იმედი გვაქვს, გვიშველეთ, თორემ ოპოზიცია გადაშენების პირას არისო. გუშინ სასწრაფოდ მიცუნცულდენ პრეზიდენტის რეზიდენციაში, მერე ირაკლი ღარიბაშვილს სულ მთავრობის მეთაური ეძახეს, მერე შარლ მიშელთან შეხვედრიდან გამოსულები დიალოგზე, კონსტრუქციულობაზე, მოლაპარაკებასა და ქვეყნის გადარჩენაზე ლაპარაკობდნენ. ვინმემ შეიძლება კიდევ დაიჯერა მათი, მაგრამ არა! ისევ პიკეტირება, ისევ ქუჩის აქციები, ისევ არეულობა და დესტრუქცია! აი, ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე! არა, მართლა მინდა ამერიკელებს ცალკე და ევროპელებს ცალკე ვკითხო ამათან დიალოგი და რამეზე საუბარი კიდევ შეიძლება? თუმცა, ერთი ეჭვი ნამდვილად არსებობს: ეტყობა, ბელადმა სააკაშვილმა შეუტია, რა დიალოგი და რა მოლაპარაკება, თან ევროკავშირის ეგიდით, თქვენ რა გინდათ, რუსეთი მართლა გააგიჟოთ და გააბრაზოთო? და თუ ეს ასე არაa, მაშინ გუშინ შარლ მიშელს მოლაპარაკების მზაობაზე რა პირით ელაპარაკებოდით და დღეს რა ნამუსით აწყობთ პიკეტირებას? თუმცა, რა ნამუსი, რა სინდისი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner