logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: საკუთარი „სკამი" დღეს ბევრს აქვს და დროა, „მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს"
- +

2 მარტი. 2021. 21:38

 

რატო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

"ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი" - ოტია იოსელიანი.

 

 უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში 150 სკამია. მასში არა მხოლოდ თეთრი სავარძელი, არამედ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის ბერკეტი, იდეოლოგიის გავრცელების საშუალება, გაჭირვებულისათვის გასამართი ხელი და უკეთესი მომავლის წყარო უნდა დავინახოთ.

 

სულ მალე წინაპრების შეუპოვარი ბრძოლის შედეგად მოპოვებული თავისუფლება 30 წლის იუბილეს იზეიმებს. ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ წინააღმდეგობრივი, თუმცა დროა მეტი სიდინჯისა. სხვაგვარად ტერიტორიული მთლიანობა და ცივილიზებული დასავლური ოჯახის წევრობა არც თუ მთლად მარტივია.

 

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა  მოპაექრეთა მხრიდან დადგენილი წესების აღიარებასა და დაცვას მოითხოვს.  რთულად თუ მოიძებნება ბრძოლაში დაღლილი, მომძლავრებული ემოციებითა და გამარჯვების ჟინით შეპყრობილი მოკრივე, რომელსაც მოწინააღმდეგის გამარჯვებასთან შეგუება და აღიარება მყისიერად უიოლდება. თუკი სპორტსმენები ამ წესებს არ დაემორჩიელებიან, მაშინ სპორტის ნაცვლად აურზაურს მივიღებთ და მაყურებელიც აღარ მოვა.

 

საკუთარი "სკამი" დღეს ბევრს აქვს და დროა, "მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს"

 

ბოლოს კი ერთს ვიტყვი, დროა გავითვალისწინოთ, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან დიდი მოფრთხილება სჭირდება. არ დაგვავიწყდეს,  ეს თავისით არ მოსულა...

 

p.s "ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:ან ხვნა–თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!" - ოტია იოსელიანი“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner