logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „სირცხვილია“ დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებული
- +

1 აპრილი. 2021. 02:08

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სასტუმრო „რუმსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, სადაც სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერისა და მისი დელეგაციის მასპინძელი სასტუმრო „რუმსის“ მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა:

 

„რამდენადაც ვიცი, ბიზნესმენი თემურ უგულავა, სასტუმრო „რუმსის“ მფლობელი და დელეგაციის მასპინძელია, ის, იმავდროულად აფინანსებს „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას „სირცხვილიას“.

ალბათ უცნაურ ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, რადგან „სირცხვილია“ ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებულნი,“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner