logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ეს პროვოკატორები, ოღონდაც ქვეყანა არიონ და საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას!
- +

7 აპრილი. 2021. 01:42

 

 

„სადაც ნაცევრონაცები გაიჭაჭანებს, იქ უნდა იყოს უბედურების სიგნალი!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებას.

 

 

„რა თქმა უნდა ბოკერიას კლასტერისაგან უკეთესს არ უნდა ელოდეს ქვეყანა!

დიახ, ეს პროვოკატორები, ოღონდაც ქვეყანა არიონ და საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას!

თუმცა რა გასაკვირია ეს სუბიექტები არ იყვნენ, რომელთაც ჯერ კიდევ 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას, სადაც საქართველოს ბრალდებს ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე!

დიახ, ამ სუბიექტებისაგან ყველაფერი საშინელებაა მოსალოდნელი!

ამიტომაც სადაც ნაცევრონაცები გაიჭაჭანებს, იქ უნდა იყოს უბედურების სიგნალი SOS!“, - წერს გვენეტაძე.


 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner